მატუიდი „იუვენტუსს“ არ დატოვებს
მატუიდი „იუვენტუსს“ არ დატოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი, რომელსაც ონტრაქტი 2020 წლის ზაფხულს ეწურება, გუნდს არ დატოვებს. „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, ტურინელთა ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივოს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ მატუიდი მომავალ სეზონშიც „იუვენტუსის“ ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი იტალიურ გრანდში 2017 წელს გადავიდა.მანამდე კი ის ფრანგული „პარიზ სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა.