მატს ჰუმელსმა შეიძლება პროფესიული კარიერა დაასრულა #1TVSPORT
DORTMUND, GERMANY - OCTOBER 25: Mats Hummels of Borussia Dortmund controls the ball during the UEFA Champions League group G match between Borussia Dortmund and Manchester City at Signal Iduna Park on October 25, 2022 in Dortmund, Germany. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა, მატს ჰუმელსმა, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულოს.
ცენტრალურ მცველს ამა წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი „დორტმუნდთან“ და მხარეები ვერ ახერხებენ მის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას. კლუბი ჰუმელსს ხელფასის ორჯერ შემცირებას სთავაზობს, ფეხბურთელი კი არ თანხმდება.
ამასთან, ჰუმელსს ხელთ აქვს წინადადებები MLS-ისა და საუდის არაბეთის კლუბებისგან, მაგრამ გერმანიის დატოვება არ სურს.
სწორედ ამიტომაც, თუ ვერ შეძლებს „დორტმუნდთან“ კონტრაქტის გაგრძელებას ან ვერ მიიღებს სხვა წინადადებებს გერმანიიდან, ჰუმელსი, უბრალოდ, დაასრულებს კარიერას.