მატიე ვალბუენა - არ მეგონა, თუ ამ ასაკში მსგავს სიგიჟეს მოვესწრებოდი
მატიე ვალბუენა - არ მეგონა, თუ ამ ასაკში მსგავს სიგიჟეს მოვესწრებოდი

ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ 35 წლის ნახევარმცველი მატიე ვალბუენა ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ლონდონის „არსენალის“ სტუმრად დამარცხების შემდეგ სიხარულს ვერ მალავდა. ფრანგი ფეხბურთელის აზრით, დაუჯერებელი რამ მოხდა, თუმცა ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა.

„სიმართლე გითხრათ, ხმა დავკარგე. ყველანი ვმღეროდით გასახდელში. ეს ისტორიული მომენტია ჩვენი გუნდისთვის. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც ვაიძულეთ „არსენალი“, რომ საკუთარ თავში დაეჭვებულიყო, შემდეგ კი ყველასათვის კარგად ნაცნობმა გიჟურმა სცენარმა იმუშავა“, – ამბობს ვალბუენა. – „ჩვენს გუნდს საოცარი სული აქვს. არ მეგონა, თუ ამ ასაკში კიდევ განვიცდიდი რაღაც მსგავსს. ეს უდიდესი ღამეა „ოლიმპიაკოსისთვის“.

შეგახსენებთ, რომ შინ 0:1 წაგების შემდეგ, „ოლიმპიაკოსმა“ განმეორებითი მატჩის ძირითად დროში ამავე ანგარიშით გამარჯვება შეძლო. დამატებით დროში „არსენალმა“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა „ოლიმპიაკოსმა“ მეორეს გატანაც მოახერხა, 2:1 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

 

დატოვე კომენტარი