მატიაშვილმა საქართველოს მეორე ბრინჯაო მოუტანა | ჩინეთის გრან პრი
მატიაშვილმა საქართველოს მეორე ბრინჯაო მოუტანა | ჩინეთის გრან პრი

ჩინეთის გრან პრის მესამე, დასკვნით დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) ბრინჯაოს მედალი აიღო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან გერმანელ იოჰანეს ფრეის სუფთა გამარჯვებით სძლია.

შეგახსენებთ, რომ პირველი მედალი დღეს საქართველოს ნაკრებს გიორგი პაპუნაშვილმა (90 კგ.) მოუტანა, მან შვეიცარიელი გირილ გროსკლაუსი დაამარცხა. ქართველებმა ტურნირზე გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე ექვსი ძიუდოისტით გამოდიოდა:

73 კგ. – ვალერი იაშვილი
81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი
90 კგ. – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი
+100 კგ. – ლევან მატიაშვილი