მატიაშვილის ოქრო და ბუღაძის ბრინჯაო - თბილისის გრანპრი დასრულებულია
მატიაშვილის ოქრო და ბუღაძის ბრინჯაო - თბილისის გრანპრი დასრულებულია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე 100+ კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლევან მატიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით ბელარუს ალიაქსანდრ ვახავიაკს სძლია.

ამავე წონაში ონისე ბუღაძე (100+) და გელა ზაალიშვილი (100+) მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბრინჯაოს მედალი ბუღაძემ მოიპოვა.

მძიმეწონოსანთა ფინალით თბილისის გრანპრი დასრულებულია. ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართებოდა.

 

დატოვე კომენტარი