მატიას პოგბა - ყველამ კარგად იცის, რომ პოლს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლა სურს
მატიას პოგბა - ყველამ კარგად იცის, რომ პოლს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლა სურს

„სოსიედადის“ ფეხბურთელმა მატიას პოგბამ განაცხადა, რომ მის უმცროს ძმას, პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წამოსვლა სურს, რასაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

„ყველამ კარგად იცის, რომ პოლს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წამოსვლა სურს, – ციტირებს მატიას პოგბას სიტყვებს Goal.com. – პოლს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტიტულები უნდა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ შეუძლებელია, ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულის ტრანსფერებზე“.

მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა 2019/20 წლების სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო საავადმყოფოში გაატარა.

პოლ პოგბას აგენტის, მინო რაიოალს ინფორმაციით, მის კლიენტს ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს.

Transfermarkt.com პოლ პოგბას 100 მილიონ ევროდ აფასებს.