მათი წვლილი განსაკუთრებულია - ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური ჯილდოები გადასცა
მათი წვლილი განსაკუთრებულია - ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური ჯილდოები გადასცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის GFF Awards 2020-ზე ზვიად დარასელსდურმიშხან ჩხაიძეს და ვლადიმერ ონიანს სპეციალური ჯილდოები გადასცა.
ზვიად დარასელი
ზვიად დარასელი 40 წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში. 70-იან და 80-იანი წლებში, საქართველოს ფეხბურთის სამმართველოში განყოფილების გამგე იყო. სსრკ-ის ფეხბურთის კავშირიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოყოფის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ. 1990 წლიდან მუშაობს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სადისციპლინო კომიტეტის წევრია.
დურმიშხან ჩხაიძე
დურმიშხან ჩხაიძე წლების მანძილზე გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. მის სახელს საქართველოში ქალთა ფეხბურთის პირველი ტალღის ინიცირება უკავშირდება. ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი კლუბი „ლანჩხუთი” სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია.
ვოვა ონიანი
ონიანი 1948 წელს სვანეთში დაიბადა, თუმცა შემდგომ წლებში ლაგოდეხში დაფუძნდა, სადაც მისი ცხოვრება ფეხბურთს დაუკავშირდა. სხვადასხვა დროს იცავდა – რუსთავის მეტალურგის, ლაგოდეხის ჰერეთის და ლვოვის კარპატის ღირსებას. ვოვა ონიანი 1981 წლიდან სამწვრთნელო საქმეშია და ეროვნული ნაკრების არაერთი კანდიდატი ჰყავს აღზრდილი. დღეს ლაგოდეხში ცხოვრობს, სადაც 50 ვაჟ და 20 გოგონა დამწყებ ფეხბურთელს ავარჯიშებს.
დატოვე კომენტარი