მატეუშ მორავეცკი - ევროკავშირში საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც უფრო ძლიერია
მატეუშ მორავეცკი - ევროკავშირში საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც უფრო ძლიერია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხოლოდ სახელითაა დემოკრატიული, რეალურად კი ძალაუფლებას გერმანია და საფრანგეთი ფლობენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ქაღალდზე ყველა წევრი სახელმწიფო თანაბარია. მაგრამ პოლიტიკური რეალობა აჩვენებს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ხმების წონა დომინანტია. ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც უფრო ძლიერია“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მორავეციმ განაცხადა, რომ ევროკავშირში იმპერიალიზმს ისე უნდა ებრძოლონ, როგორც რუსული იმპერიალიზმის დროს იყო საჭირო.

„ევროკავშირის მიმართულება და პრიორიტეტები უნდა განსაზღვრონ წევრმა სახელმწიფოებმა და არა ევროკავშირის ინსტიტუტებმა“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მისი თქმით, თანამშრომლობის საფუძველი უნდა იყოს კონსენსუსის ძიება და არა – ძლიერთა ბატონობა.