მატეუშ მორავეცკი - დასავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში უფრო სწრაფი და გულუხვი უნდა იყვნენ
მატეუშ მორავეცკი - დასავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში უფრო სწრაფი და გულუხვი უნდა იყვნენ

დასავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში უფრო სწრაფი და გულუხვი უნდა იყვნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვისურვებდი, რომ ისინი სწორედ დანიისა და პოლონეთის მსგავსნი იყვნენ, უფრო გულუხვი იარაღის მიწოდების კუთხით და უფრო სწრაფი“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

თავის მხრივ, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება უნდა დააჩქაროს, რადგან ბევრი დრო არ აქვს.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბევრი დრო არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ფინანსური მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო დახმარება. ჩვენ უფრო მეტი შემოწირულობა გვჭირდება და უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ ჰქონდეთ საჭირო შესაძლებლობები“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.