მატეუშ მორავეცკი ადასტურებს, რომ პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
მატეუშ მორავეცკი ადასტურებს, რომ პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ადასტურებს, რომ პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მორავეცკიმ ტელეკომპანია „პოლსატის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, პოლონეთმა მიიღო სამხედრო დახმარება ბრიტანეთისგან და ახლა შეუძლია, სრულად უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, პოლონეთი „დიდი ალბათობით გადასცემს ან უკვე გადასცა“ უკრაინას ტანკები.

„დიახ, პოლონეთმა აჩუქა ტანკები უკრაინას, თუმცა ჩვენი უკრაინელი მეგობრების უსაფრთხოებისთვის ჩვენ არ ვისაუბრებთ მათ რაოდენობაზე“, – განაცხადა მორავეცკიმ.