მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ პოლონეთის ხელისუფლება რუსული სპეცსამსახურების მიერ ევროპელი დეპუტატების მოსყიდვის მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს

01:46, 13.03.2023

პოლონეთის ხელისუფლება რუსული სპეცსამსახურების მიერ ევროპელი დეპუტატების მოსყიდვის მტკიცებულებების გამოქვეყნებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, მატეუშ მორავეცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოაქყვეყნებს დოკუმენტებს რუსული სპეცსამსახურების გავლენის შესახებ, რომლებმაც ევროპელი დეპუტატები მოისყიდეს.

კითხვაზე, საუბარია თუ არა პოლონელ ევროპარლამენტარებზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაცია ეხება რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც პოლონელები არ არიან.

მსგავსი