მატერაციმ აუქციონზე გაიტანა მაისური, რომლითაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა
მატერაციმ აუქციონზე გაიტანა მაისური, რომლითაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა ის მაისური, რომლითაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მაისურის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად მოხმარდება კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლას.

2006 წლის ფინალის დამატებით დროში მატერაცის კონფლიქტი ჰქონდა საფრანგეთის ნაკრების ლიდერთან ზინედინ ზიდანთან, რომელმაც იტალიელს მკერდში თავი ჩაარტყა და მინდვრიდან გააძევეს.

იმ მატჩში იტალიამ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.