მატეის დე ლიგტს კორონავირუსი აქვს
მატეის დე ლიგტს კორონავირუსი აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის პრესსამახურმა დაწერა.

„საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ იტყობინება, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული შემოწმების დროს, მატეის დე ლიგტმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. ფეხბურთელი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში“, – წერია განცხადებაში.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა სერია A-ს ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა.