მატეის დე ლიგტმა Golden Boy-ის პრემია მოიგო
მატეის დე ლიგტმა Golden Boy-ის პრემია მოიგო

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველმა მატეის დე ლიგტმა Golden Boy-ის პრემია მოიგო, – იტყობინება იტალიური გამოცემა Tuttosport. ეს პრიზი ყოველწლიურად ევროპის 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ჰოლანდიელმა გამოკითხვაში „ლივერპულის“ მცველს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს, „მილანის“ ფორვარდს პატრიკ კუტრონეს, „რომას“ ნახევარმცველს ჯასტინ კლუივერტსა და „რეალის“ ნახევარმცველს ვინისიუს ჯუნიორს გაუსწრო.

დე ლიგტს  „აიაქსის“ შემადგენლობაში  დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. 19 წლის ფეხბურთელი გუნდის კაპიტანია. მან „ერედივიზიონში“ 59 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. მატეისის ანგარიშზე ჰოლანდიის ნაკრებში 13 მატჩია.