მატეის დე ლიგტის შეძენა ორ გუნდს სურს
მატეის დე ლიგტის შეძენა ორ გუნდს სურს

ჰოლანდიის ნაკრებისა და „აიაქსის“ ცენტრალური მცველის მატეის დე ლიგტის მსურველი კლუბების რაოდენობა ორამდე დავიდა.

„არ ემ სი სპორტის“ (RMC Sport) ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 19 წლის ფეხბურთელის შეძენაზე მუშაობენ ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონები – „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“.

ფეხბურთელი უახლოეს დროში გადაწყვეტს, სად გააგრძელებს კარიერას. სავარაუდოდ, ეს მოხდება ერთა ლიგის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ.

ტრანსფერის თანხა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ჰოლანდიელის ახალ გუნდს დაახლოებით 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.