მათე კვირკვიას საგოლე პასით „ქიაფაზმა“ სტუმრად მოიგო - ქართული ლეგიონის ამბები აზერბაიჯანში #1TVSPORT
მათე კვირკვიას საგოლე პასით „ქიაფაზმა“ სტუმრად მოიგო - ქართული ლეგიონის ამბები აზერბაიჯანში #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 30-ე ტურში ორი დაპირისპირება ქართველების გუნდებს შორის გაიმართა.

ქიაფაზმა“ „თურანი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა გიორგი ქანთარიამ, ხოლო მათე კვირკვიამ მოედანზე 86 წუთი გაატარა.სტუმართა შემადგენლობაში სასტარტოში დაიწყო თამაში ფირუზ მაგრაქველიძემ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე აბდულა შუაიბუმ მათე კვირკვიას გადაცემით გაიტანა.

38-ე წუთზე მსაჯმა ფირუზ მაგრაქველიძეს ხელით თამაშისთვის წითელი ბარათი უჩვენა.

მატჩის შემდეგ უსიამოვნო ამბავი მოხდა – სტუმრების მოთამაშე ტარლან გულიევმა კვირკვიას ხელი დაარტყა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ არასპორტულ საქციელზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

დავით ვოლკოვისსაბაჰმა“ ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღს“ შინ 2:1 მოუგო. გუგეშაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ვოლკოვი მოედანზე მხოლოდ არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე გამოჩნდა. მატჩის ბედი გერმანელმა ლეგიონერმა ჯოი-ლანს მიკელსმა გადაწყვიტა, რომელმაც მეორე ნახევარში ჯერ მახვილი კუთხიდან გაიტანა, შემდეგ კი კარიდან წინ გამოსულ გუგეშაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო.

ბაქოს „ნეფთჩი“ შინ „გაბალასთან“ 1:2 დამარცხდა. ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საბა კვირკველია, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

აზებაიჯანის ჩემპიონატს „ყარაბაღი“ (77) ლიდერობს, მეორე ადგილზე „საბაჰია“ (68), ხოლო მესამე პოზიციაზე ბაქოს „ნეფთჩი“ (60).