მათე ცინცაძე ლატვიაში ითამაშებს
მათე ცინცაძე ლატვიაში ითამაშებს
მათე ცინცაძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს – ინფორმაცია ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.
 
„გადაწყდა, რომ ლატვიაში გავემგზავები და კონტრაქტის გავაფორმებ გუნდთან, რომელსაც პირობებზე შევუთანხმდი. მაგრამ ლატვიელებმა თავად მთხოვეს, რომ პრეზენტაციამდე გუნდის სახელი არ დამესახელებინა. საკითხის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ლატვიაში შაბათს გავემგზავრები“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მათე ცინცაძე.
ცინცაძემ ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგაზე ყაზახურ „ორდაბასისთან“ დაპირისპირების შემდეგ დატოვა. ეს ზუსტად ერთი თვის წინ, 28 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, მას სწორედ „ორდაბასიში“ იწვევენ, რომელსაც ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ავარჯიშებს. მაგრამ საბოლოოდ ეს ვარიანტი გამოირიცხა.