„მატჩტვ“ - კვარაცხელიას გამო მოსკოველებს პრობლემები კვირკველიასთანაც შეექმნებათ
„მატჩტვ“ - კვარაცხელიას გამო მოსკოველებს პრობლემები კვირკველიასთანაც შეექმნებათ

რუსულმა გამოცემა „მატჩტვს“ (matchtv) ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინში“ გადასვლის გამო, შესაძლოა, მოსკოვის „ლოკომოტივს“ პრობლემები საბა კვირკველიასთანაც შეექმნას.

„კვარაცხელიას გადასვლის გამო, მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის ურთიერთობა გაუარესდა. ის ხომ საბა კვირკელიას საქმეებსაც განაგებს. საქართველოს ნაკრების მცველს მოსკოვურ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს. მაგრამ თითოეული სატრანსფერო „ფანჯარის“ დადგომისას მისი საკომპენსაციო თანხა უფრო და უფრო კლებულობს. უკვე ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, „ლოკომოტივს“ პრობლემები შეექმნას, თუ თავის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშესთან ხელშეკრულების გაგრძელებას მოისურვებს“, – წერს „მატჩტვ“.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ლოკომოტივმა“ 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება ვერ შეძლო და ის ზაფხულში ყაზანის „რუბინში“ სწორედ მამუკა ჯუღელის დახმარებით გადავიდა.