მატჩის შემდეგ სიმეონემ კლოპს ხელი არ ჩამოართვა [ვიდეო] #1TVSPORT
მატჩის შემდეგ სიმეონემ კლოპს ხელი არ ჩამოართვა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად 3:2 დაამარცხა „ატლეტიკო“.

მატჩის შემდეგ, ესპანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხელი არ ჩამოართვა თავის კოლეგა იურგენ კლოპს. არგენტინელი თითქმის სირბილით გაემართა გასახდელისკენ, რათა თავიდან აეცილებინა გერმანელ სპეციალისტთან შეხვედრა.

მოგვიანებით, ორივე მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

„ყოველთვის არ ვესალმები მეტოქის მწვრთნელს თამაშის შემდეგ, რადგან მე ეს არ მომწონს. ეს უაზრობაა მოგებულისთვისაც და წაგებულისთვისაც. ეს ჩემი აზრია. მაგრამ, როცა ისევ ვნახავ კლოპს, უპრობლემოდ მივესალმები“, – განუცხადა „მარკას“ სიმეონემ.

„ჩვენ ეს არ მოგვეწონა, მაგრამ სიტუაცია ცხადია. მე მინდოდა მისთვის ხელის ჩამორთმევა. მისი რეაქცია, ისევე, როგორც ჩემი, არ იყო მოსაწონი.

შემდეგ ჯერზე, როცა ერთმანეთს შევხვდებით, აუცილებლად ჩამოვართმევთ ხელს. ის აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ არა ჩემზე, არამედ თამაშზე. სულ ეს არის“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები BBC-ს.

გუნდები 3 ნოემბერს მეოთხე ტურში, „ენფილდზე“ შეხვდებიან ერთმანეთს.