მატჩის გმირი - ყაზაიშვილის დუბლმა „ულსანს“ გამარჯვება მოუტანა #1TVSPORT
მატჩის გმირი - ყაზაიშვილის დუბლმა „ულსანს“ გამარჯვება მოუტანა #1TVSPORT

„ულსანის“ ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

„ულსანი“ „სეულს“ სტუმრობდა და ქართველის გუნდმა დიდი უპირატესობა მატჩის პირველსავე ტაიმში მოიპოვა, რაც სწორედ ვაკო ყაზაიშვილის დამსახურებაა. შეხვედრის პირველ ნახევარში ვაკომ დუბლი (27-ე და 33-ე წუთებზე) შეასრულა და „სეული“ ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა.

მატჩის მეორე ნახევარიც სტუმრების დომინაციით წარიმართა. ორგოლიანი უპირატესობის მიუხედავად, „ულსანის“ ფეხბურთელები ბურთს აკონროლებდნენ და მეტოქეს თამაშში გარდატეხის შეტანის საშუალება არ აძლევდნენ. თუმცა, შეხვედრის მიწურულს მასპინძლები გააქტიურდნენ, ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 1:2.

„ულსანმა“, რომელიც კორეის ჩემპიონატის ლიდერია, ამ გამარჯვებით პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა (54 ქულა) და უახლოეს მდევარს, „ჯონბუკს“ ათი ქულით გაასწრო.