მატჩის გმირი მიქაუტაძე ბელგიელებმა გამოარჩიეს - მას შეუძლია, ლიგაში მოდის კანონმდებელი გახდეს #1TVSPORT
მატჩის გმირი მიქაუტაძე ბელგიელებმა გამოარჩიეს - მას შეუძლია, ლიგაში მოდის კანონმდებელი გახდეს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – 21 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „სერენმა“ გასვლაზე ლევან შენგელიას „ლეუვენი“ 1:3 დაამაცხა, გიორგიმ კი ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

„მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიქაუტაძეა. ის მრავალფეროვანი ფეხბურთელია. „სერენმა“ სამივე ქულა რომ მოიპოვა, ქართველმა თავდამსხმელმა ამაში დიდი როლი ითამაშა. ის ამბობს, რომ ყოველ შეხვედრაში ცდილობს გოლის გატანას, მაგრამ შაბათს საღამოს მან ამაზე მეტი გააკეთა“, – წერია walfoot.be-ს სტატიაში.

ცნობილმა ბელგიურმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელის სათამაშო უნარებიც გამოარჩია: 

„ეს მატჩი პირადად მან მოიგო, მოიპოვა რამდენიმე საჯარიმო დარტყმა, თამაშს ამშვიდებდა, ბურთს იჭერდა და ცდილობდა, გუნდს დაცვაში ეხმარებოდა. მიქაუტაძის ეს უნარები გუნდს რთულ მომენტებში ძალიან ეხმარებოდა. მოკლედ, მთელი შეხვედრის განმავლობაში, შესანიშნავი გოლის, საგოლე გადაცემისა და ასეთი თამაშის წყალობით, გიორგი მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო“.

„მას შემდეგ, რაც მიქაუტაძემ ბელგიის ჯუპილერ ლიგაშიც ბევრჯერ გაიტანა, ამტკიცებს, რომ მას მოდის კანონმდებელი მთავარ ლიგაშიც შეუძლია გახდეს“, – ეს უკვე გამოცემა voetbalkrant-ის წერილის ნაწყვეტია.

მიქაუტაძე მოწინააღმდეგე გუნდის, „ლეუვენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ბრაისმაც გამოარჩია: 

„ის ნამდვილი ბომბარდირია და იოლად გააქვს. მან მახვილი კუთხიდან კარგად დაარტყა და კარგი გოლი გაიტანა“.