მატჩი ამერიკულ ფეხბურთში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა (ვიდეო)

ამერიკული ფეხბურთის მთავარ ჩემპიონატში (NFL) სპორტსმენებს შორის შელაპარაკება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

„პიტსბურგ სტილერზსა“ და „კლივლენდ ბრაუნსის“ შეხვედრაში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „კლივლენდის“ მცველმა მაიკლ გარეტმა „პიტსბურგის“ კვოტერბეკს მეისონ რუდოლფს შეუტია. გარეტმა რუდოლფს ჩაფხუტი მოხადა და თავში ჩაარტყა, შემდეგ კი გარეტის ცემა „პიტსბურგის“ მოთამაშეებმა დაიწყეს.

ჩხუბის შედეგად, სამი ფეხბურთელი გააძევეს, გარეტსს კი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება.