„მატჩ ტვ“-მ გაგნიძე გამოარჩია - დროა, რუსეთის საუკეთესო კლუბებში ითამაშოს #1TVSPORT
„მატჩ ტვ“-მ გაგნიძე გამოარჩია - დროა, რუსეთის საუკეთესო კლუბებში ითამაშოს #1TVSPORT

„მატჩ ტვ“-მ წერილი გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერლიგის მეორე ეშელონის ლიდერებზე და მათ შორის ახალგაზრდა მოთამაშეები გამოარჩია – ავტორმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებმაც „დროა, რომ რუსეთის საუკეთესო კლუბებში ითამაშონ“:

„ამ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელიც ეკატერინბურგის „ურალში“ თამაშობს, მაგრამ მისი ტრანსფერი მოსკოვის „დინამოს“ ეკუთვნის. „მატჩ ტვ“-ის ვერსიით, მისი უახლოესი პერსპექტივა სწორედ რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსან გუნდში დაბრუნებაა.

„ლუკა გაგნიძე ეკატერინბურგის „ურალში“ იჯარით თამაშობს, მისი სატრანსფერო უფლებები კი მოსკოვის „დინამოს“ ეკუთვნის. ჯერ-ჯერობით ის ეკატერინბურგში თავის საზაფხულო მოგზაურობას სრულად ამართლებს: რეგულარულად თამაშობს და აქვს ბევრი სასარგებლო უნარი. ახლავე ფეხბურთელი ფორმირების ეტაპზეა, თუმცა უკვე იგორ შალიმოვისთვის („ურალის“ მთავარი მწვრთნელი) მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ახალ გუნდში გაგნიძე მოედნის ცენტრში თამაშის უნარს გვიჩვენებს. მას აქვს გადაცემების სიზუსტის მაღალი მაჩვენებელი (86%), მიუხედავად იმისა, რომ „ურალი“ ძირითადად დაცვიდან თამაშობს და ხშირად უწევს გადაწყვეტილებების ცაიტნოტში მიღება. ამას გარდა, გაგნიძე ინიციატივიანია დრიბლინგებშიც (საშუალოდ 2.4 მცდელობა თამაშის დროს) და ამაშიც მაღალი ხარისხის მაჩვენებელი გააჩნია – 69%.

ამავდროულად, აუცილებელია, რომ გააუმჯობესოს ორთაბრძოლების მაჩვენებელი (48%) და ართმევები (48%). ასეთ მაჩვენებლებით „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება“.