მატარებლის კომპანია Amtrak-ის შეცდომით გამოქვეყნებული ტვიტის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ტრენდი გაჩნდა - პოლიტიკოსები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ
მატარებლის კომპანია Amtrak-ის შეცდომით გამოქვეყნებული ტვიტის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ტრენდი გაჩნდა - პოლიტიკოსები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ

ბოლო ორი დღეა, „ტვიტერში“ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაწერა – „დემოკრატია“, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ – „თავისუფლება“, „ნასამ“ – „სამყარო“, „ვაშინგტონ პოსტმა“ – „ნიუსი“.

ეს ტრენდი მატარებლის კომპანია Amtrak-ის მიერ „ტვიტერზე“ შეცდომით გამოქვეყნებულ ტვიტს მოჰყვა. კომპანია Amtrak-ის გვერდზე ერთსიტყვიანი პოსტი გაჩნდა – „მატარებლები“.