მათ გადასვლას ხელს პასპორტი უშლის - სატრანსფერო „ბაზარზე“ აქტუალური ორი ქართველი იქნება
მათ გადასვლას ხელს პასპორტი უშლის - სატრანსფერო „ბაზარზე“ აქტუალური ორი ქართველი იქნება

ზაფხულის სატრანსფერო „ბაზარზე“ განსაკუთრებით აქტუალური საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ჯიმი ტაბიძე იქნებიან, – ამას რუსული გამოცემა „სოკერ.რუ“ ამტკიცებს.

გამოცემამ წერილი რუსეთის პრემიერლიგის სატრანსფერო ამბებზე გამოაქვეყნა – ჟურნალისტის ცნობით, ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელმა კვარაცხელიამ და „უფას“ 24 წლის მცველმა, ჯიმი ტაბიძემ დაინტერესება კარგი თამაშით დაიმსახურეს.

„თუ სატრანსფერო სიას შევადგენთ, მაშინ ტაბიძე სკაუტების დაკვირვების ქვეშ უმდა იმყოფებოდეს. ტაბიძე „უფას“ ახალგაზრდა მცველია, თუმცა, მას ტრანსფერში ხელს ქართული პასპორტი უშლის“, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, გამოცემის ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მას უკეთესი გუნდები კონტრაქტს უკვე სთავაზობენ: „შესაძლოა, კვარაცხელია მალე უკეთეს დონეზე ვიხილოთ. შესაძლოა, ახალ კონტრაქტებს ხელს უკვე აწერს. ახალგაზრდა კვარაცხელიამ „რუბინში“ თამაშით მოსკოვის კლუბების ყურადღება ისევ მიიქცია. „ლოკომოტივიდან” იგი ტყუილად გაუშვეს“.