მასვიდალის აგენტი - ხორხე მომდევნო ბრძოლისთვის უკვე ემზადება
მასვიდალის აგენტი - ხორხე მომდევნო ბრძოლისთვის უკვე ემზადება

მასვიდალის აგენტი აბრაჰამ კავა აცხადებს, რომ ხორხე მომდევნო ბრძოლისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის. მიუხედავად ამ განცხადებისა, კავამ არ დაასახელა თუ ვინ იქნება წარმოშობით კუბელი მებრძოლის შემდეგი მოწინააღმდეგე.

„ხორხე აქტიურად ემზადება მისი მომდევნო ბრძოლისთვის. მოწინააღმდეგის ვინაობას მალე გაიგებთ. ბევრს ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ ხორხე სიტყვის კაცია. მას არ უყვარს ტყუილების ლაპარაკი. როდესაც ის ვინმეს რაიმეს შეპირდება ამ დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. ხორხემ გარკვეული პერიოდის წინ ერთ მებრძოლს პირობა მისცა. მეტის თქმას არ ვაპირებ, თუმცა გპირდებით, როm ეს ძალიან საინტერესო და სახალისო სიახლე იქნება“, – განაცხადა მასვიდალის აგენტმა MMAJUNKIE-სთან საუბრისას.