მასვიდალი მაკგრეგორთან შესაძლო დაპირისპირებაზე - ჩვენ ამ ბრძოლით დაინტერესებულები ვართ
მასვიდალი მაკგრეგორთან შესაძლო დაპირისპირებაზე - ჩვენ ამ ბრძოლით დაინტერესებულები ვართ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის „ყველაზე ცუდი ბიჭის“ ქამრის მფლობელი ხორხე მასვიდალი მომდევნო მეტოქის მოლოდინშია. წარმოშობით კუბელმა ამერიკელმა ბოლოს ნეიტ დიაზი დაამარცხა და 2019 წელი ნამდვილი ტრიუმფით დაასრულა. ხორხემ მიმდინარე წელს დარენ ტილი, ბენ ასკრენი და ნეიტ დიაზი დაამარცხა.

მასვიდალის შესაძლო მეტოქეებად რამდენიმე მებრძოლი სახელდება, მათ შორის არიან ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) მოქმედი ჩემპიონი კამარუ უსმანი, ნეიტ დიაზის ძმა ნიკი და ასევე ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი.

ერთერთ სატელევიზიო შოუში (The Ak & Barak Show) მასვიდალმა თავის შესაძლო მომდევნო მეტოქეებზე ისაუბრა. ხორხეს თქმით ის და მისი გუნდი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის დაინტერესებულები არიან.

„მე მოუთმენლად ველოდები 18 იანვარს და კონორის დაბრუნებას. ჩვენ დაინტერესებულები ვართ კონორტან დაპირისპირებით, იმ შემთხვევაში თუ ის კავბოის დაამარცხებს.”

დატოვე კომენტარი