მასვიდალი კონორ მაკგრეგორს დაემუქრა, ბრძოლაში კი კანელო ალვარესი გამოიწვია (ვიდეო)
მასვიდალი კონორ მაკგრეგორს დაემუქრა, ბრძოლაში კი კანელო ალვარესი გამოიწვია (ვიდეო)

ხორხე მასვიდალი ბოლო 1 წლის განმავლობაში აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) თავისი ბრწყინვალე ასპარეზობით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მებრძოლად იქცა.

ხორხემ რამდენიმე დღის წინ, ნეიტ დიაზის დამარცხებით „ყველაზე ცუდი ბიჭის” (BMF belt) ქამარიც მოიპოვა.

34 წლის სპორტსმენმა მომდევნო ბრძოლისთვის კანდიდატები დაასახელა. რევანში ნეიტ დიაზთან, ან კანელო ალვარესთან ბრძოლა.

„თუ კანელოს ჩემთან ბრძოლა სურს, მზად ვარ მას ბოლო მოვუღო, ხელით კარგად ვჩხუბობ და ძლიერად ვურტყამ, 12 რაუნდში არ დავიღლები. რაც შეეხება ნეიტთან რემატჩს, ეს ბრძოლა კიდევ ერთხელ აუცილებლად შედგება. შეიძლება 1 წელიწადში, შეიძლება ორში, თუმცა ეს გარდაუვალია“ – აღნიშნა ხორხემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მასვიდალმა კონორ მაკგრეგორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი ბრძოლა შედგება, ირლანდიელს რინგზე გაანადგურებს.