მასუდ ფეზეშქიანი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მტერი ვაიძულოთ, შეასრულოს ის, რასაც ხელი მოაწერა

23:41, 02.08.2026

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, შეასრულოს ის, რასაც ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი მომავალში საგარეო ურთიერთობების მთავარი საყრდენი გახდება.

„ხელმოწერილი მემორანდუმი შურას საბჭოს წევრების კოლექტიური სიბრძნის შედეგია და მას ყველა წევრი მხარს უჭერს. მჯერა, რომ მომავალში ეს მემორანდუმი ჩვენი საგარეო ურთიერთობების მთავარი საყრდენი გახდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მტერი ვაიძულოთ, იმ ვალდებულებების ერთგული დარჩეს, რომელსაც ხელი მოაწერა. ეს მემორანდუმი გააძლიერებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი