მასუდ ფეზეშქიანი – თეირანი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ირანელი ხალხისა და ქვეყნის კანონიერ უფლებებს, დიალოგი კაპიტულაციას არ ნიშნავს

00:50, 19.05.2026

თეირანი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ირანელი ხალხისა და ქვეყნის კანონიერ უფლებებს, დიალოგი კაპიტულაციას არ ნიშნავს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ირანის ისლამური რესპუბლიკა დიალოგში ღირსებით, ძალითა და ეროვნული უფლებების დაცვით შედის და არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს უკან ხალხისა და ქვეყნის კანონიერი უფლებებისგან“.

„ჩვენ ხალხს ლოგიკითა და მთელი ძალისხმევით მოვემსახურებით ბოლომდე და დავიცავთ ირანის ინტერესებსა და ღირსებას“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაკისტანმა აშშ-ს ირანის განახლებული სამშვიდობო წინადადება გადასცა.

მსგავსი