მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების საფუძველი ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს

23:25, 20.04.2026

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების საფუძველი ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს.

„აზრიანი დიალოგის საფუძველია ვალდებულებების შესრულება. ირანში აშშ-ის მთავრობის მიმართ ღრმა ისტორიული უნდობლობა კვლავ არსებობს, ხოლო ამერიკელი მაღალჩინოსნების არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები მწარე გზავნილს შეიცავს – ისინი ირანის კაპიტულაციას ითხოვენ. ირანელები ძალას არ დაემორჩილებიან“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ცნობისთვის, ირანში უარს აცხადებენ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობაზე, რომლის დაწყებასაც აშშ ცეცხლის შეწყვეტის ათდღიანი ვადის გასვლამდე იმედოვნებდა.

მსგავსი