მასუდ ფეზეშქიანი ​- აშშ-თან მოლაპარაკებებმა დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა

00:41, 23.02.2026

აშშ-თან გამართულმა მოლაპარაკებებმა დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს.

ამასთან, როგორც ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს, ირანი აგრძელებს აშშ-ის ქმედებების მონიტორინგს და ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა.

„ირანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია. ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ აშშ-ის ქმედებების ყურადღებით მონიტორინგს და ნებისმიერი პოტენციური სცენარისთვის ყველა საჭირო მომზადება ჩავატარეთ“, – წერს ფეზეშქიანი.

მსგავსი