„მასტერშეფმა“ ონლაინ სივრცეში ყურებადობის გამორჩეული მაჩვენებელი დააფიქსირა
„მასტერშეფმა“ ონლაინ სივრცეში ყურებადობის გამორჩეული მაჩვენებელი დააფიქსირა

საქართველოს პირველი არხის მეგაშოუს, „მასტერშეფს“ ონლაინ პლატფორმებზე ერთდროულად 27 000-ზე მეტმა ადამიანმა უყურა. პიკური მაჩვენებელი შოუს მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაფიქსირდა.

საუბარია ფეისბუქგვერდებსა და იუთუბარხზე.

ათეულის პირველი ბრძოლა #მასტერშეფის სამზარეულოში

აღნიშნული მაჩვენებელი გამორჩეულია ქართულ ონლაინ სივრცეში.

მსოფლიოში ცნობილი კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ ანალოგი საქართველოში წელს პირველად საქართველოს პირველ არხზე დაიწყო. შოუს მეორე სეზონის რამდენიმე გადაცემა ეთერში უკვე გავიდა, შერჩეულია საუკეთესო ათეული, რომელიც „მასტერშეფის“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„მასტერშეფის“ მეორე სეზონი ორი თვე გაგრძელდება. გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერში გამოვლინდება. მას საჩუქრად ბინა გადაეცემა.

მასტერშეფი