„მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული სერგო ოვჩარენკომ მოიპოვა.

გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა. „მასტერშეფის“ ტიტულისთვის იანა კუცი, სერგო ოვჩარენკო და ანნა კუჭავა იბრძოდნენ.

კულინარიული მეგაშოუს მესამე სეზონი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად, 10 კონკურსანტის ნაცვლად, 12 კონკურსანტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.

მასტერშეფი

დატოვე კომენტარი