2019 წლის სეზონიდან მოყოლებულიმ, ATP-ის ყველა „მასტერსზე“ 25-წამიან ტაიმერს გამოიყენებენ, რომელიც აითვლის დროს (shot clock) გათამაშებებს შორის, – ამის შესახებ წერს tennis.com.
მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციამ მოიწონა ეს ცვლილებები საბჭოს სხდომაზე.
წესების თანახმად, ჩოგბურთელებს ექნებათ 25 წამი ბურთის თამაშში შესაყვანად იმ მომენტიდან, როცა კოშკურის მსაჯი დაასახელებს გეიმში მიმდინარე ანგარიშს. ამასთან, არბიტრებს ექნებათ შესაძლებლობა – მეტი დრო მისცენ მოთამაშეებს, თუ ამას გარემოება მოითხოვს.
აღვნიშნავთ, რომ ასევე “მასტერსის” სერიის ტურნირებზე იქნება ტაიმერი მოთელვისას დროის გასაკონტროლებლად.