მასპინძლების მძიმე დღე ლიგა2-ში - „სამგურალი“ ლიდერს მიუახლოვდა (ვიდეო)
მასპინძლების მძიმე დღე ლიგა2-ში - „სამგურალი“ ლიდერს მიუახლოვდა (ვიდეო)

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა2-ში მე-13 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა და საინტერესო ამბავი მოხდა – ვერც ერთში მასპინძნელმა ვერ გაიმარჯვეს.

ყველაზე დაძაბული გამოდგა თბილისში, „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართული დაპირისპირება, სადაც „ვიტ ჯორჯიამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 0:0

ზუგდიდის „დინამომ“ განმუხურში წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 1:4 დამარცხდა. 37 წლის ვეტერანმა გრიგოლ დოლიძემ 7 წუთში დუბლი კონტრშეტევაზე გატანილი აბსოლუტურად იდენტური გოლებით შეასრულა (33, 40), 1-1- კი ლევან ქურდაძემ (38) და თენგიზ ბრეგვაძემ (83 – პენალტით) გაიტანეს. აღსანშნავია, რომ ორი საგოლე გადაცემა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევის, სერგო კუხიანიძის ანგარიშზეა. მასპინძელთა ერთადერთი გოლის ავტორი დათა სიჭინავა (55) იყო.

სენსაციური შედეგით დასრულდა შეხვედრა ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, სადაც მეორეადგილოსანმა „გაგრამ“ აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფი „რუსთავი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. სტუმრებს ანგარიშის გახსნა 33-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ თომა ტაბატაძემ ამ შანსით ვერ ისარგებლა. თუმცა, 44-ე წუთზე მან ანგარიში მაინც გახსნა, საბოლოო ანგარიში კი რუსთაველთა ფლანგის შემტევმა, ბექა გვარაძემ 65-ე წუთზე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს „რუსთავი“ 9 მოთამაშის ამარა დარჩა – მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო შალვა მაღალდაძე (75-ე წუთზე) და ზურაბ ჭავჭანიძე (85) გააძევეს. თუმცა, ამით „გაგრამ“ ვერ ისარგებლა.

პირველ ადგილზე ქობულეთის „შუქურაა“ (24 ქულა), რომელსაც ერთი მატჩი გასამართი დარჩა. მასთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა „სამგურალმა“, ხოლო ოთხით ქულით „გაგრა“ ჩამორჩება.

ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება:

21 ოქტომბერი

მერანი მარტვილი – შევარდენი 1906

14:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

შუქურა – არაგვი

14:00. ჩელე არენა – ქობულეთი