მასპინძელი ქვეყნების შემდეგ იაპონიის ნაკრები პირველია, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
იაპონიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
ტურნირის მასპინძელი ქვეყნების, აშშ-ის, კანადისა და მექსიკის შემდეგ აზიური ქვეყანა პირველია, რომელმაც ოფიციალურად გაიფორმა მუნდიალზე მონაწილეობის უფლება.
აზიის ზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში იაპონიამ საკუთარ მოედანზე ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა, 19 ქულა დააგროვა და ექვსგუნდიან ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მიუწვდომელია.
2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება, მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.