მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება - ახლა უკვე ნაგვაზაოში
მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება - ახლა უკვე ნაგვაზაოში

მთელი ქვეყნის მასშტაბით უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

ამჯერად, კვირეულის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოს ესტუმრნენ, სადაც სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო მოედანი აღადგინა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

განახლებულ საფეხბურთო მოედანზე პირველი მატჩი გაიმართა და სფფ-ის გუნდმა ადგილობრივთა სამოყვარულო კლუბი „მერცხალი“ ამხანაგურ მატჩში 4:2 დაამარცხა. ამის შემდეგ ღია სახალისო საფეხბურთო სკოლის ღონისძიებაც გაიმართა, რომელშიც 50-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სამეგრელოს რეგიონში გრასრუტ  პროგრამების კოორდინატორს, ჯესი სურმავას სიმბოლური მაისური გადასცა.

სოფელ ნაგვაზაოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ორგანიზაციის გენერალურ მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე იმყოფებოდნენ.