მასობრივი ფეხბურთის ღონისძიებებს დასავლეთ საქართველომ უმასპინძლა #1TVSPORT
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში ორი ღონისძიება გაიმართა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.
სამტრედიაში, სფფ-ის წარმომადგენლები სამოყვარულო ლიგის ახალი გათამაშების, დასავლეთის სუპერლიგის მატჩს დაესწრნენ. მატჩი მოქმედ ჩემპიონ „იანეთსა“ და „იბერიას“ შორის შედგა. სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს ბურთები და სამახსოვრო სუვენირები გადაეცათ.
ღონისძიებებს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა.
სფფ-ის ქუთაისის აკადემიაში 15-წლამდე გოგონათა ლიგის მატჩები გაიმართა, რომელსაც ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები დაესწრნენ და ახალგაზრდა მოთამაშეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული 24 სექტემბერს, ლაგოდეხში ჩატარებული ღონისძიებით დაიწყო. მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და მასობრიობის ხელშეწყობაა.