მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი დიმიტრი არეშიძესა და ზვიად ცარციძეს გადაეცათ #1TVSPORT
მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი დიმიტრი არეშიძესა და ზვიად ცარციძეს გადაეცათ #1TVSPORT

სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე სპეციალური პრიზის მფლობელი გამოავლინა.

მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – დიმიტრი არეშიძე და ზვიად ცარციძე დააჯილდოვეს – ადამიანებს, რომლებიც თავიან რეგიონში ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფეხბურთში.

დიმიტრი არეშიძე – ახალგაზრდა ფეხბურთის მოყვარულია თერჯოლიდან, რომელიც მონაწილეობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ თითქმის ყველა რეგიონულ პროექტში. დიმიტრი მწვრთნელობს, თამაშობს და აქტიურადაა ჩართული საორგანიზაციო საქმეშიც.

ზვიად ცარციძე საჩხერის ქალთა გუნდის მწვრთნელია, ასევე წვრთნის ვაჟთა ასაკობრივ გუნდებს და აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ საფეხბურთო პროცესებში.

2022 წელს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და პირველად, ეროვნულმა გუნდებმა უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშეს. ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნაზე საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.

ასევე გამოვლინდა ეროვნული ლიგის „ფენტეზის“ სამი გამარჯვებული – ნიკოლოზ ხარჩილავა, დავით ბაგრამოვი და ირაკლი ბერიძე.