მასობრივ ფეხბურთში სპეციალური პრიზი ხობელ მწვრთნელს გადაეცა
მასობრივ ფეხბურთში სპეციალური პრიზი ხობელ მწვრთნელს გადაეცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ GFF Awards 2020-ზე სპეციალური ჯილდო კიდევ ერთ გამორჩეულ პიროვნებას გადასცა – მიმდინარე წელს მასობრივი ფეხბურთში გამორჩეული საქმიანობისთვის ჯილდო ლევან ხურცილავამ მიიღო.

ხობის კოლხეთის ყოფილი ფეხბურთელი, ლევან ხურცილავა მშობლიურ რეგიონში წლების განმავლობაში აქტიური საფეხბურთო ფუნქციონერია. ხურცილავა, ამჟამად ხობის კოლხეთის ბავშვთა გუნდში მუშაობის გარდა, დამწყებ ფეხბურთელებს სოფელ ხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც ავარჯიშებს. ასევე, ვეტერანი მოთამაშე ხეთის სამოყვარულო გუნდის დამფუძნებელი და მენეჯერია.

„ლევან ხურცილავას ინიციატივით, ხეთის მოყვარულთა გუნდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სფფ-ის მოყვარულთა გუნდების განვითარების პროექტში, Club Development-ში ჩაერთო. A ლიცენზიის მქონე მწვრთნელი, პირადად უვლის სოფელ ხეთაში არსებულ მოედანს, რომელსაც 2020 წელს სფფ-ის „ვილიჯ არენას“ პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა – ასე დაასაბუთა ფეხბურთის ფედერაციამ ლევან ხურცილავასთვის საგანგებო ჯილდოს გადაცემა.