მასკერანო ისტორიაში ყველაზე უიღბლო ფეხბურთელად გამოცხადდა

18:17, 27.04.2020

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უიღბლო ფეხბურთელების სიას, რომელიც ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ შეადგინა.

მასკერანომ კარიერაში დათმო 11 ფინალი: ექვსი კლუბთან ერთად და ხუთი – ნაკრებში. მეორე ადგილი დაიკავა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველმა პატრის ევრამ – მას ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი, ოთხი ფინალი აქვს წაგებული. მესამეა – ნიდერლანდელი არიენ რობენი, რომელსაც ექვსი წაგებული ფინალი აქვს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ასევე TOP10-ში მოხვდნენ:

4. მიხაელ ბალაკი (6 წაგებული ფინალი);

5. მწვრთნელი ექტორ კუპერი (6 წაგებული ფინალი);

6. ალესანდრო დელ პიერო (3 წაგებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე, 1 – ევროპის ჩემპიონატზე);

7. ლოთარ მათეუსი (2 წაგებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე, 2 – მსოფლიოს ჩემპიონატზე);

8. გონსალო იგუაინი (2 წაგებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე, 2 – კოპა ამერიკაზე)

9. ჯანლუიჯი ბუფონი (3 წაგებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე);

10. ანტონი დე ავილა (2 წაგებული ფინალი კოპა ლიბერტადორესზე).

მსგავსი