მასიური ავარია დეიტონა ბიჩის ავტორბოლაზე (ვიდეო)

16:44, 18.02.2019

ფლორიდის შტატის ქალაქ დეიტონა ბიჩში გამართულ ტრადიციულ ავტორბოლაზე სახელწოდებით დეიტონა 500 (Daytona 500) დიდი ავარია მოხდა, რომელშიც 18 ავტომობილი დაზიანდა. სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა თვითმხილველებმა ინციდენტი სოციალურ ქსელში „სისხლიან აბაზანად“ მოიხსენიეს.

როდესაც ავარია მოხდა, ავტომობილებს 200-დან მხოლოდ 10 წრე ჰქონდათ გავლილი. ინციდენტმა რბოლის შეწყვეტა გამოიწვია, თუმცა შეჯიბრი მალე განახლდა და საბოლოო გამარჯვებული დენი ჰემლინი გახდა.

მსგავსი