მასიმო ამბროზინი - „ნაპოლის“ შეუძლია „ბარსელონას“ დამარცხება, კვარაცხელია ყველასგან განსხვავებულია და ყველაზე მეტ მომენტს ქმნის #1TVSPORT
მასიმო ამბროზინი - „ნაპოლის“ შეუძლია „ბარსელონას“ დამარცხება, კვარაცხელია ყველასგან განსხვავებულია და ყველაზე მეტ მომენტს ქმნის #1TVSPORT

იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა მცველმა, მასიმო ამბროზინიმ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველ დაპირისპირებამდე Il Mattino-სთან ისაუბრა და იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„„ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმაში არ არის და „ნაპოლის“ შეუძლია მისი სისუსტეები გამოიყენოს. გუნდს აქვს ის, რაც საჭიროა კატალონიელთა დასამარცხებლად და შედეგის მისაღწევად. „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ საერთო აქვს ის, რომ ორივე ეყრდნობა სიამაყეს, ასევე გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კომბინაციას, ისეთი ახალგაზრდების, რომლებიც აღიარებაზე არიან დაგეშილები.

ვის ვენდობი „ნაპოლიში“? კვარაცხელიას, რომელსაც რაღაც განსხვავებული აქვს, ვიდრე ყველა სხვას. მას გააჩნია მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფიზიკური თვისებები. ბოლო რამდენიმე მატჩში გუნდში ლიდერობის მოპოვებას ცდილობს.

შეიძლება, კვარაცხელიას რაღაცის სწავლა სჭირდება, მაგრამ სხვადასხვა ტაქტიკურ სქემაშიც კი სხვებზე მეტის გაკეთებას ახერხებს. კვარაცხელიას ლიდერის თვისებები და ამბიციები გააჩნია. მან იცის, გუნდისთვის სასარგებლოდ როგორ უნდა ითამაშოს“, – განმარტავს იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი.

მასიმო ამბროზინის კარიერა უკავშირდება „მილანს“, სადაც ჩვიდმეტი სეზონის განმავლობაში ითამაშა (1995-1997, 1998-2013), გახდა კაპიტანი პაოლო მალდინის შემდეგ. „როსონერიებში“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2003, 2007), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2007) და ოთხჯერ იტალიის ჩემპიონატი. იტალიის ნაკრებთან ერთად 2000 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში „ბარსელონას“ „სტადიო მარადონზე“ დღეს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.