მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს
მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს

„იუვენტუსის“ ყოფილი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, თუ მიუნხენელები გუნდიდან ნიკო კოვაჩს გაუშვებენ.

როგორც Eurosport  და Corriere dello Sport იუწყებიან, გერმანული კლუბში 48 წლის ხორვატი სპეციალისტის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ უკანასკნელ შეხვედრაში „აინტრახტთან“ სენსაციური ანგარიშით დამარცხდა – 1:5

ალეგრის კანდიდატურას განიხილავს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ და იტალიელ სპეციალისტს ინგლისური კლუბის მესვეურებს მოლაპარაკებები გასულ თვეში ჰქონდა.