მასიმილიანო ალეგრის „ინტერში“ მუშაობის შანსი გაუჩნდა
მასიმილიანო ალეგრის „ინტერში“ მუშაობის შანსი გაუჩნდა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, „ინტერის“ თავკაცად დაინიშნოს.

ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მილანელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ანტონიო კონტე პოსტიდან გადადგომას გადაწყვეტს. ამის შესახებ სპეციალისტმა „სევილიასთან“ ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ მიანიშნა. ესპანურმა კლუბმა გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოიგო. ეს ვარაუდი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გამოთქვა.

კონტეს მომდევნო კვირას აქვს დაგეგმილი შეხვედრა „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან.

გასულ სეზონში „ინტერმა“ სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა.

დატოვე კომენტარი