მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსს“ კრიშტიანო რონალდოს მოშორება ურჩია #1TVSPORT
მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსს“ კრიშტიანო რონალდოს მოშორება ურჩია #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის პრეზიდენტს ანდრეა ანიელის გუნდიდან ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს მოშორება ურჩია.

„გაუშვით რონალდო, ის გუნდის განვითარებას ამუხრუჭებს“, – მოჰყავს ალეგრის სიტყვები გაზეთ „რეპუბლიკას“.

პორტუგალიელის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება. იტალიური პრესის ინფორმაციით, რონალდო უახლოეს მომავალში უნდა შეხვდეს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას გუნდში თავისი მომავლის განსახილველად.

ადრე გახდა ცნობილი, რომ კრიშტიანო, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს კილიან მბაპეს შემცვლელად.