მასიმილიანო ალეგრი - სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ინტერი“ ფავორიტია #1TVSPORT
მასიმილიანო ალეგრი - სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ინტერი“ ფავორიტია #1TVSPORT

ხვალ, 24 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში „იუვენტუსი“ „ინტერს“ ესტუმრება. ტურნელთა მთავარმა მწვრთნელმა ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მეტოქე სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მიაჩნია.

„ვნახოთ, ხვალ საღამოს რა მოხდება. ყველაფერი ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia. – ეს იქნება მშვენიერი საფეხბურთო საღამო, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ტრიბუნებს 60 ათასი გულშემატკივარი შეავსებს.

ერთმანეთს ორი კარგი გუნდი დაუპირისპირდება. პირადად ჩემი აზრით, „ინტერი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია. თუმცა, ვფიქრობ, ეს შეხვედრა ტიტულის ბედს ვერ გადაწყვეტს. სატურნირო ცხრილის მიხედვით, „რომასთან“ მატჩი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო“.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში „იუვენტუსი“ მეშვიდე პოზიციაზეა, „ინტერი“ კი მესამე ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი