ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ზაფხულში „იუვენტუსიდან“ დაითხოვეს, საუდის არაბეთის „ალ-აჰლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
მხარეები უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტის ყველა დეტალზე, უახლოეს დღეებში კი ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება. ალეგრი თავისი მოვალეობების შესრულებას ზაფხულში შეუდგება.
მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ალ-აჰლის“ გაბრიელე ჩოფრი გაწვრთნის, რომელიც ცნობილია „ვერონასა“ და „უდინეზეში“ მუშაობით. კლუბი 15 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა საუდის არანეთის ლიგაში.