მასიმილიანო ალეგრი პირველ სატრანსფერო სამიზნეზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
მასიმილიანო ალეგრი პირველ სატრანსფერო სამიზნეზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი უკვე ჩამოყალიბდა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას პირველ სამიზნეზე.

იტალიელმა სპეციალისტმა თანხმობა მისცა ნახევარმცველ ჰაქან ჩალჰანოგლუს გაფორმებაზე. თურქი ფეხბურთელის კონტრაქტს „მილანთან“ ამ ზაფხულს ეწურება ვადა, ამიტომაც მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება ტურინულ კლუბში გადასვლა.

„იუვენტუსმა“ 27 წლის ჩალჰანოგლუს წელიწადში ხუთი მილიონი შესთავაზა.

დასრულებულ სეზონში ჩალჰანოგლუმ 42 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი